29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

შსს-ს პოლიციის განყოფილების დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიფოტოგრაფი ლევან ზაზაძე მასზე თავდასხმას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა შსს-ს დეტექტივის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს