შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში.

შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს და პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ცვლილებების შემუშავება სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესით არის განპირობებული, რომლის მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება.

შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადების/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს. აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშირევაზ არველაძე : საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეც ადვილად მოვუგებ
შემდეგი სტატიაახალი დეტალები რუსული ავტომანქანების კოლონის თაობაზე