შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სააგენტოს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

“აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმე მხოლოდ კი არ გპირდებით, ვმოქმედებ – გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში ნატო ჩხეიძე წარადგინა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ბრალდება პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატია, ამას გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება