შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო იქნა მიღებული.
„მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს 09:30 საათიდან
22:00 საათამდე, ხოლო კვირას – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აცხადებენ შსს-ში.
2018 წლის 1-ელი იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე – ეუთო-ს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს
შემდეგი სტატია,,საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, დაკავებული სააკაშვილი ისვენებს”