29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს”,_ აცხადებს მომსახურების სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიIPI: ეს დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული მცირე ნაბიჯია, არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საერთო სურათს
შემდეგი სტატიარას ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ვიდეოზე, რომელშიც პატრიარქის სიტყვები შემთხვევით გაისმა და განხილვის თემად იქცა