შსს-ს მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი პაპუნა დავითაია ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში – “აქტიურ ძალისხმევა” მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.

პაპუნა დავითაია ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კლაივ ჯონსტონმა მედლით დააჯილდოვა.

აღნიშნული ოპერაციის ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, ჰიბლარტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა.

ქართველი მეკავშირე-ოფიცერი ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში 2014 წლიდან მსახურობს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბმა 2010 წლის 28 აპრილს მოაწერეს ხელი.

ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან მეკავშირე-ოფიცრის განთავსება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი დაკითხვები გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : სააკაშვილის ხელისუფლება ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა