შსს-ს მაშველებმა მყვინთავების გადამზადების კურსი გაიარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20–მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა.

სწავლება მყვინთავ-ინსტრუქტორების პროფესიული ასოციაცია PADI-ის ეგიდით გაიმართა. შსს-ს მაშველებს ტრენინგი თბილისსა და ბათუმში ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს მყვინთავი-მაშველის სტატუსი მიენიჭა.

მყვინთავების მომზადების კურსის გავლა მაშველებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება და წყალზე სამაშველო ღონისძიებების დროს მათი რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს
შემდეგი სტატიამოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო