შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

თბილისში, რესტორან „თავადურის ” მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან ,,თავადურის ” მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შსს–ს ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
შემდეგი სტატიაქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია