შსს-ს მაშველებმა 3 მამაკაცი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა ადიდებულ მდინარე ლიახვში ჩავარდნილი სამი მამაკაცი გადაარჩინეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში 3 მამაკაცი მდინარე ლიახვის ურმით გადალახვას ცდილობდა. წყლის დონის მატების გამო ისინი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარება ესაჭიროებოდათ. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და მამაკაცები გადაარჩინეს.

banner
წინა სტატიაში“გიორგი კვირიკაშვილი არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაპროკურატურაში მაია რჩეულიშვილის მისვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს