შსს-ს ინფორმაციით თურქეთში დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არ არიან

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული პირები, რომლებიც მხატვარ ვან დეიკის ტილოს არალეგალურად გაყიდვას ცდილობდნენ ქართველები არ არიან.

უწყების ცნობით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების, ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქული მედიით გავრცელდა ინფორმაცია 2 ბიზნესმენის დაკავების შესახებ, რომლებიც 14 მილიონ დოლარად შეფასებულ ვან დეიკის ტილოს უკანონოდ გაყიდვას ცდილობდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ტილო ევროპიდან საქართველოში მოხვდა, საიდანაც თურქეთში კონტრაბანდულად გადაიტანეს და ბიზნესმენები, რომლებიც მის გაყიდვას ცდილობდნენ სავარაუდოდ ქართველები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიკიოლნის პოლიციის შეფი სამსახურიდან გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე დავით უსუფაშვილისაგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოწინააღმდეგე ადამიანების დასახელას სთხოვს