შსს-ს ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, არის თუ არა დაკავებული სტუდენტი.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლით მიმიდნარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში მიმიდნარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაკავებული სტუდენტია.

banner
წინა სტატიაში“უახლოეს მომავალში საქართველოსა ან უკრაინის ალიანსში მოწვევაზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა არ არის”
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ზაქარია ქუცნაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშულებენ