შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველზე გამართული აქციის დროს ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

ისინი აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგბის გაწევას გულისხმობს.

პარლამენტის შენობის წინ, “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპრტოტესტებდნენ.

ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობაც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ის პირები გამოკითხა, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ფიგურირებდნენ
შემდეგი სტატია”რიყის დოქები” პირველ ადგილზეა