შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირების დროს ათი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს

პარლამენტთან დაპირისპირების დროს დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ნატო-ში“ წევრმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, დაკავებულები არიან აქტივისტები, რომლებიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„გვინდიდა, ჩვენი პოზიცია პარლამენტის წინ დაგვეფიქსირებინა და ამის საშუალება არ მოგვეცა. პოლიციის ქმედებები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და დღეს თუ ხვალ, ეს ადამიანები პასუხს აგებენ. დაახლოებით 10-მდე ადამიანია დაკავებული. სად არიან გადაყვანილები, კაცმა არ იცის და ჩვენ ამის ძიებაში ვართ. დაკავებულები ჩვენი აქტივისტები არიან, რომელთაც უნდათ, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. უნდათ, რომ ცლილებები იყოს და სისხლიანი რეჟიმი დასრულდეს“, – განაცხადა კობაიძემ.

 

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს ქურდბაცაცა კრიმინალებს უწოდებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაზე: ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, თუ გადაწყვეტს, რომ ნიკა მელია ძალისმიერი მეთოდებით დაიჭიროს