შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ ცხრა პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებისას წინ 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულები არიან, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს, მიმდებარე ტერიტორია მორეცხეს და საბავშვო ატრაქციონები დადგეს.

ამის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტება კარვების ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილმა მადლობის წერილი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება