შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა

ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.

”ესპანეთის სამეფოს ქალაქებში – მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.

ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს დღეს კენჭს არ უყრის
შემდეგი სტატიაშსს – „პირბადეების აქცია“ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს