შსს-ს ინფორმაციით, დიღომში მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიღომში, გუშინ მომხდარი მკვლელობა ძველ ვალს უკავშირდება. სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც, დიღომში ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანს ესროლა, დაკავებულია.

შსს განცხადებას ავრცელებს და აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ფაქტს გახსნილად აცხადებს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული დავით ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში მივიდა და წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან – ზურაბ ბ-სა და გიორგი ბ-თან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბ-ს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბ. ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მათ ერთმანეთი ისე შეაშინეს, რომ არ მგონია, მე პრემიერის თანამდებობა ვინმემ შემომთავაზოს
შემდეგი სტატიათინათინ ბოკუჩავა: დავეთანხმებოდი ქადაგიძეს იმაში, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცა მნიშვნელოვანია