შსს-ს ინფორმაციით, დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

region
ავტ.: region ივლისი 15, 2019 16:33

შსს-ს ინფორმაციით, დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს შეხვედრაში.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.

region
ავტ.: region ივლისი 15, 2019 16:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,287
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics