შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე გამოძიება კომპიუტერული მონაცემების და სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოზარდთან დაკავშრებით, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს.

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით, სკოლის დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ზაფხულში, სკოლის დირექტორის მიერ შეტყობინება შემოვიდა და გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

„ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს“, – განაცხადა შუშანა კონცელიძემ.
17 წლის მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიგორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით რამდენიმე ბავშვი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მის კიდევ ერთ მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა