შსს-ს GPS სიგნალით შეეძლო მანქანის გადაადგილება გაეკონტროლებინა – სამხედროები სპეცოპერაციის შესახებ

უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი- ასე აფასებს თადარიგის ოფიცერი, ზურაბ ჯიბუტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

მე როგორც თადარიგის ოფიცერი, შევაფასებდი, როგორც უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს. პირველი-გადაადგილდება ტერორისტი უპრობლემოდ შუაგულ ქალაქში ფორმით და იარაღით, რაც არ უნდა ყოფილიყო შეუმჩნეველი.

არ ინტერესდება შენობის გეგმით, ან არ იცის, ვინაიდან მას რამოდენიმე მძევალი მესამე სართულიდან გამოეპარა და ეს კრიტიკული წერტილები მას უნდა სცოდნოდა, ასეთი ოპერაციების დროს.

არის მარტო, როგორც კადრში ჩანს და არის საკმაოდ მშვიდად თუ რაღაც დეტალებს არ ჩავთვალოთ, ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია – ამბობს ჯიბუტი.

სამხედრო ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო არ მოქმედებდა. ჯიბუტი იმ შეცდომებზეც საუბრობს, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაუშვა:

დააკვირდით გამოსვლის კადრებს, როდესაც შსს-ს წარმომადგენელს ქეისით ფული მიაქვს და ის არის მის უკან თითქოს ამ დროს ტერორისტი გრძნობს თავს დაცულად. ამ დროს შსს-ს წარმომადგენელს უნდა შეძლებოდა მისი განეიტრალება.” ამბობს ჯიბუტი.

მისივე თქმით, შსს-ს შეეძლო თავდამსხმელისთვის ყალბი ფულიც მიეცა, იქიდან გამომდინარე, რომ თავდამსხმელი ამას იქ ვერ შეამოწმებდა:

ასევე დააკვირდით მანქანის, ითხოვს მანქანას, შემდეგ მიდის ეს პოლიციის მანქანა, რომელიც არის ჯპს აღჭურვილი ან უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ამ დროს შსს-ს ჯპს-ის სიგნალის მეშვეობით შეეძლო მანქანის გადაადგილება გაეკონტროლებინა”-ამბობს ზურაბ ჯიბუტი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” წევრი ირაკლი შიხიაშვილი მივიდა და უგულავასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა
შემდეგი სტატიავთხოვე, გამომიშვი თუ არა, აქ მოვკვდები- მეთქი, შემომხედა და წადიო მითხრა – მძევლად მყოფი მომხდარს იხსენებს