შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 195-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.

ღონისძიების პარალელურად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 104 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, წვევამდელები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

banner
წინა სტატიაშიკომისიის თავმჯდომარე რომელიც ,,ოცნების,, კლიპში მღერის
შემდეგი სტატიათბილისში სუამ-ის დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება