შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-სათხილამურო უსაფრთხოების კურსი გაიარეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავსტრიელი ექსპერტების მიერ ორგანიზებული სამთო-სათხილამურო სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს.

ტრენინგს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის პოლიციის ატაშე კარლჰაინს გორტანო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო პოლიციის ხელმძღვანელი ჰანს ებნერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სწავლების მიზანია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და გამოცდილების გაღრმავება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სხვადასხვა დანიშნულების სამთო-სათხილამურო აღჭურვილობა საჩუქრად გადასცეს.

ტრენინგის დასასრულს, მინდია ლორთქიფანიძემ ავსტრიულ მხარეს მხარდაჭერისა და სამთო-სათხილამური სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა.

banner
წინა სტატიაშისვანეთში 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპატრიარქი სამებაში საკვირაო წირვას არ ესწრება