შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 24, 2018 10:33

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 17 თანამშრომელს, სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და Ski patrol-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 24, 2018 10:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics