21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

შსს-ს განმარტებით, თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს პრემიერ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს — თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

უწყების ცნობით, ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომლითაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, — აცხადებენ შსს-ში.

უწყება აცხადებს, რომ წარმოება სოციალურ ქსელში პრემიერის მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო დაიწყო.

მანამდე თორნიკე რაზმაძემ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ შსს მას „რუსი პროპაგანდისტების“ — მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ედავებოდა.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგანათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საგარეო უწყება: შავ ზღვაში, გემ TEDY-ზე დრონის იერიშს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა