შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს შემთხვევის ადგილის გამოძიების თემაზე სწავლება ჩაუტარდათ

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 26 ექსპერტ-კრიმინალისტს ბათუმში, დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.

სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ოფისის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) ექსპერტებმა ჩაატარეს.

ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო კრიმინალისტებისათვის დანაშაულის ადგილის დათვალიერების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა, კერძოდ: დოკუმენტირება, ჩანაწერების წარმოება, ნახაზის აგება და ფოტოგადაღება.

სწავლების დასრულების შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე გადამზადების კურსები უკვე 106 კრიმინალისტმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიარაინერ ჰაზელოფი: ანგელა მერკელი საქართველოში სტუმრობას გეგმავს