შსს-ს ცნობით, „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს

region
: region თებერვალი 13, 2019 19:44

შსს-ს ცნობით, „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე ოთხი არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტი გახსნილია და მხილებულია ოთხი არასრულწლოვანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს ოთხი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია „აიტექნიკი“, საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

region
: region თებერვალი 13, 2019 19:44

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,125
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics