შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებმა, აქციის „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს.

სისხლის ჩაბარების აქცია, უკვე მესამე წელია, პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. მასში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს.

ისინი „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო