შსს-ს ბრიფინგი: მიხეილ სააკაშვილის არ გადამოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღეს.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე: დავუშვათ, გაირკვა, რომ არ არის საქართველოში, ამით რა, ვნებდებით და ვმარცხდებით?
შემდეგი სტატიაშსს-ს განმარტება სპეცრაზმზე -სტანდარტული გადაადგილებაა