შსს-ს აკადემიას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების
წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და აკადემიის რექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა, მირანდა ხაბაზმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დიპლომატიურ კორპუსს შსს-ს აკადემიაში
განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებისთვის
სპეციალური პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც შსს-ს აკადემიის მისია, სასწავლო
პროგრამები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან
მჭიდრო თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები იყო წარმოდგენილი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უცხოელმა დიპლომატებმა შსს-ს აკადემიის
ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული
სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი,
კრიმინალისტიკური მობილური ლაბორატორია, რეალური და ვირტუალური ტირები
დაათვალიერეს, ასევე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების
დემონსტრირებას და საგანგებო სიტუაციების დროს მასების მართვის სიმულირებულ
წვრთნებს დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა რუსეთი ინფორმაციულ ომში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაარჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტს საარჩევნო ნომერი განესაზღვრა