საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უწყებას უგზავნის და მათ იარაღის ჩაბარებას სთხოვს.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე თინათინ ბოლოკაძე ავრცელებს და უწყების ფოტოს აქვეყნებს.
გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის “იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის “დ5″ ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევაში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი” – წერია უწყების წერილში.