21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

შსს: რ.შ.-ს მიმართ დაწყებულია გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მოქალაქე რ.შ.-ს მიმართ დაწყებულია გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა რ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები.
ასევე, ნარკოლოგიური შემოწმებისას რ.შ-ს ნარკოტიკული საშუალებების – “მეთადონის”, “მეფედრონის” და “ოპიუმის” ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას და ასევე, განმარტა, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული დაცვით.

იგი არაერთხელ იქნა დაბარებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ოქმის შედგენის მიზნით, თუმცა იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას,”- აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ Rustavi 2-თან გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარში განაცხადა.

ინფორმაციისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 37 წლის მამაკაცი, როშვან შახვერდოვი, კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.

“პირდაპირ მეუბნება, რომ თუ არ გადაიღებ ვინ ყიდის წამალს სოფელშიო, მანქანაში ჩაგიდებ 20 გრამ წამალს და დაგიჭერო”,_ აცხადებს შახვერდოვი.

banner
წინა სტატიაში“იმედი აქვთ, რომ ხალხი ბნელია” – გია ნოდია სურსათის ფასებზე ატეხილ აჟიოტაჟზე
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: მეუფე ისაიას შემთხვევას კერძო განხილვა სჭირდებოდა