19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

შსს: ქვემო ქართლში დაკავებულია ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო