შსს “ქართული ოცნების” დეპუტატზე, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად ზარის ინიციატორსა და მის დედას გავესაუბრეთ. შემდგომ ისინი გადავიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს’, – აღნიშნულია განცხადებაში.

საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ „ქართული ოცნების” დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში გუშინ დაადანაშაულა. მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

ჯიშკარიანის მიმართ ბრალდებებს გამოეხმაურნენ თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, განცხადებით კი ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოს სახალხო დამცველმა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ეფექტურად წარმართვისკენ მოუწოდა და ძალადობის სავარაოდო მსხვერპლის ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება დაგმო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაარავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ტაქსების რეფორმა – კალაძე