ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატზე თავდასხმა მოხდა.
ზურაბ ახმედოვს თავს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთში დაესხნენ და მისი კუთვნილი მანქანა გაიტაცეს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტით მიმდინარეობს.