შსს ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

region
: region ივნისი 14, 2019 16:46

შსს ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა
ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს
დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი,
ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია
საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

region
: region ივნისი 14, 2019 16:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,301
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics