შსს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აღმოჩენილი ცხედარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი
საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს
ცხედარი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება
აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში#15-ე ციხის მსჯავრდებული, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება