11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

შსს – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს,– ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დ.შ.-ს, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა, მისი ძმა კი ციხიდან გამოუშვეს
შემდეგი სტატიაირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა