25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

შსს: პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ქალს სახლში თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

პოლიციამ  ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა, რომელიც 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაშავებული ქალბატონი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“გლოვოს” კურიერზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია
შემდეგი სტატიაბულგარეთის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების გამო უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს