შსს ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან,
კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის
240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ “დეჟავუში” სარემონტო სამუშაოების დროს,
სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული
დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები,
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების
ექიმები. მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და ტარდება საგამოძიებო
მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისიონის ტბაში კაცი ნავიდან გადავარდა და დაიხრჩო
შემდეგი სტატიათბილისის მერია-საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია