შსს პარლამენტთან განხორციელებულ დაკავებებზე პირველ განცხადებას აკეთებს

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდემცველებს. სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია თავისუფალია”- განაცხადეს დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ხვდება
შემდეგი სტატია“ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი”-რუსთაველის გამზირიდან ირაკლი ნადირაძე რამდენიმე პოლიციელმა გაიყვანა