33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

შსს: ორი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების  გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

“შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”,_ წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: Patriot-ის რაკეტების დეფიციტის გამო, 27 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება მოხერხდა