შსს ოპერატიული დანიშნულების 25 მინივენს 3.2 მილიონ ლარად ყიდულობს – რისთვის ემზადება “ოცნება”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დანიშნულებისთვის ახალ მანქანებს ყიდულობენ. ავტოპარკის 25 მინივენით განახლებისთვის, ბიუჯეტიდან სამ მილიონზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 25 ოპერატიული დანიშნულების მინივენის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც მითითებულია, რომ ავტომობილები არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, არაუმეტეს 200 კმ გარბენითა და სრული საგარანტიო დოკუმენტაციით უნდა იყოს. ტენდერი 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ოცნება” ხალხის მასობრივი დაკავევებებისა და რეპრესიებისთვის ემზადება და ამისთვის აახლებს შსს-ს ავტოპარკს.

შსს, რომლის ბიუჯეტიც არის მილიარდნახევარი ლარი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამინისტროა, სადაც ხელფასებში მარტო 1 მილიარდი ლარი მიდის, ახლა თურემ დამატებით მინივენები აქვთ საყიდელი იმისთვის, რომ სავარაუდოდ, ეს ახალი დაკავებების და რეპრესიების სერია შეუფერხებლად განახორციელონ. ეს არის სავარაუდო მიზეზი, რის გამოც კიდევ მილიონებს ხარჯავენ მანქანების შესყიდვაში. ქართული ოცნება ყოველწლიურად ყიდულობს დაახლოებით 100 მილიონის მანქანებს, საიდანაც ძირითადი არის პირადი კომფორტისთვის განკუთვნილი. ეს არის იმ კომფორტის, გატუტუცების და კორუფციის გამოვლინება, რაშიც ჩაიძირა “ქართული ოცნება”. მათ ბიუჯეტსი ფული მათი პირადი მოხმარებსი ფული ჰგონიათ”, – ამბობს დავით მჟავანაძე.

ტენდერის ფარგლებში შესყიდვა გულისხმობს 25 ერთეული ახალი, ქარხნული წარმოების, მარცხენასაჭიანი მინივენის მიწოდებას, რომლებიც ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის უნდა იყოს.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ ერთეულ ავტომობილზე განსაზღვრულია:

ზღვრული ღირებულება — 112,800 ლარი,
გეგმური მომსახურების ზღვრული ღირებულება — 16,565 ლარი.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება 
შემდეგი სტატიაერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე – ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი