შსს – ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი გამოიკითხებიან

​ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

„საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი“,- აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაზუგდიდსა და თბილისში მცხოვრებ დევნილებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ეტლები გადაეცათ