შსს-ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული

შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.

კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშილელო-ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება
შემდეგი სტატია„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი