შსს: მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა ნაცნობმა დაჭრა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდის დაჭრის გამო 2001 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

“არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 ივნისს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები – 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიასაცრელად მისულ მოქალაქეებს რესპუბლიკურში ვაქცინა არ დახვდათ
შემდეგი სტატიაშირაქის მინდვრებში ხანძარი იყო