„შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს” – შსს გურჯაანის აქციაზე

შსს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას, – ამის შესახებ განცხადებას უწყება, გურჯაანში, გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთნ დაკავშირებით ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად გურჯაანში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქცია დააანონსა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ – აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლე მგელიაშვილმა უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო”- დონაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამჯერ გაზრდილი იყო მეორე ტურზე მადისკრეტირებული გვერდების რაოდენობა – “სამართლიანი არჩევნების” ანგარიში