შსს მოქალაქეებს განუმარტავს, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.

ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.

დღეს რამდენიმე პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში წყლით სავსე თხრილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიამკვლელობა აღმაშენებელზე – ქმარმა ცოლი გაგუდა