შსს – მოქალაქე, რომლიც საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით პოსტს ავრცელებს, შსს-ს თანამშრომელი აღარ არის

მოქალაქე გიორგი ბაბუნაშვილი, რომლიც საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით „ფეისბუქზე“ პოსტს ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის.

„მოქალაქე გიორგი ბაბუნაშვილი არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის ჯერ კიდევ 2014 წელს გათავისუფლებულია საპატრულო პოლიციის რიგებიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, აღნიშნული პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული გახლდათ ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის. რაც შეეხება გიორგი ლომსაძე მან საკუთარი პატაკის საფუძველზე 2014 წელს დატოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შემდეგ მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე- მაშველად, საიდანაც 2017 წელს დათხოვნილია კადრების განკარგულების ვადის გასვლის გამო“ – აცხადებენ უწყებაში. 

 

banner
წინა სტატიაში,,ვიცით, „ქართულმა ოცნებამ” სად მოახერხა არჩევნების გაყალბება და სად ვერ მოახერხა, ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ”
შემდეგი სტატიაპირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია