შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან
დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად,
გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა,
რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია
სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები
უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში
განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან
გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
















