შსს მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს
,,UCKEBA”-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი
შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის
ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი
რეაგირება.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: კორონავირუსზე გამოსაკვლევად გაგზავნილა შვიდივე მოქალაქის ანალიზის პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა