“შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს გართულებებს” – მინისტრის განცხადება

არჩევნების მეორე ტურისთვის შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

”საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. მეორე ტურზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თელავის #13 უბანზე დამკვირვებელს აგრესიულად ექცეოდნენ”- საია
შემდეგი სტატიაინციდენტი მარნეულში – საარჩევნო უბანზე სამირა ისმაილოვას გაძევებას ითხოვდნენ